Dagimpex

Dagimpex
Dagimpex 12 , Mindeli Str.,
0168 Tbilisi

Georgia
E-mail: info@immergas.ge
T. +995 32 2382644

http://www.immergas.ge/

კომპანია დაგიმპექსი დაარსდა 2004 წელს და დაარსებიდან დღემდე იტალიური კომპანია Immergas S.p.A -ს ოფიციალური პარტნიორი და ავტორიზირებული დისტრიბუტორია საქართველოში.

კომპანია Immergas ევროპაში გათბობის ტექნიკის მწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რომლის ძირითადი პროდუქცია გათბობის კედლის ქვაბებია. უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვისა და ახალ შემუშავებებში მუდმივი რეინვესტიციის შედეგად, კომპანია დღეისთვის 60-ზე მეტი დასახელების გაზის კედლის ქვაბს აწარმოებს 24კვ-120 კვ.

Immergas-ის პროდუქციის დისტრიბუციის გარდა ჩვენთან ფუნქციონირებს სერვის ცენტრი, რომელიც ახორციელებს ტექნიკის როგორც საგარანტიო მომსახურებას, ასევე გარანტიის შემდგომ სერვის.

მაღალკვალიფიცირებული სერვის პერსონალი და ორიგინალური სათადარიგო ნაწილები თქვენი ხარისხიანი და დროული მომსახურების საწინდარია.